Loading...
Skip to Content

ბრაზილიის ელექტროენერგეტიკის მარეგულირებელი სააგენტოს, საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელი (ANEEL)

აურელიო მელო

Image Description

აურელიო მელო

საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელი

ბრაზილიის ელექტროენერგეტიკის მარეგულირებელი სააგენტო (ANEEL)

აურელიო მელო არის ელექტროინჟინერი გლობალური ცვლილებებისა და მდგრადი განვითარების სპეციალიზაციით. ის ფლობს მაგისტრის ხარისხს ენერგეტიკის დაგეგმარების მიმართულებით.  აურელიო მელო 2003 წლიდან მუშაობდა ბრაზილიის ელექტროენერგეტიკის მარეგულირებელ სააგენტში (ANEEL) განაწილების მომსახურების რეგულირების დეპარტამენტში (SRD), შემდეგ კი  კვლევის, განვითარებისა და ენერგოეფექტიანობის დეპარტამენტში (SPE).

აღნიშნული ტექნიკური მიმართულებებით მელო თანამშრომლობდა ისეთ უცხოურ ორგანიზაციებთან, როგორიცაა GIZ, Ofgem, JICA, IEA, IPEEC და The Carbon Trust; თანამშრომლობა მოიცავდა ტექნიკურ მისიებს, ღონისძიებებს, სასწავლო კურსებსა და კვლევების მონიტორინგს, რომლებიც ფოკუსირებული იყო კვლევაზე, განვითარებასა და ინოვაციებზე (RDI), და ენერგოეფექტიანობაზე (EE).

2021 წლის ოქტომბრიდან იგი მუშაობს საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილებაში და ჩართულია საერთაშორისო ორგანიზაციებთან (GIZ, ARIAE, RELOP, FSR, DEA, Ofgem, OECD, IPEEC, ICER, BRICS, IDB, WBG) ტექნიკურ და ინსტიტუციურ თანამშრომლობასთან დაკავშირებულ საქმიანობაში.